გასულ ტრენინგზე ტრენერმა მოგვცა დავალება, უნდა მოგვეფიქრებინა
პროექტი, რასაც შემდგომში პრაქტიკაში განვახორციელებთ. გავეცანით ერთმანეთის იდეებს,
სასურველი გავიზიარეთ, მივეცით ერთმანეთს კოლეგიალური რჩევები. ამის შემდეგ გავიხსენეთ
წინა დღის ტრენინგზე ნასწავლი მასალა. გავიარეთ ვორდის დოკუმენტის ყველა საჭირო ნიუანსი.
ამის შემდეგ ვისწავლეთ და დავამზადეთ სარეკლამო ბუკლეტები, რომელიც მოსწავლეებს და
მშობლებს დაუსაბუთებს პროექტის საჭიროებას სასკოლო ცხოვრებაში. ტრენერისგან მივიღეთ
რჩევები და რეკომენდაციები ბუკლეტის დამზადებასთან დაკავშირებით. გავეცანით ერთმანეთის მრავალფეროვან
ბუკლეტებს. შემდგონ ვისწავლეთ საქაღალდის გაგზავნა საკუთარ თავთან შნახვის მიზნით.
ბოლოს გავაკეთეთ დღის შეჯამება.
ტრენინგი იყო ამომწურავი, საინტერესო და ბევრის მომცემი.
No comments:
Post a Comment