Sunday, November 30, 2014

IV დღის რეფლექსია

·         გავიმეორეთ განვლილი მასალა.
·         გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს და  შემდეგ დავიწყეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზის დაწერა
·         გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია Microsoft PowerPoint Presentation- ში

·         ამის შემდეგ დავზიპეთ ჩვენი პრეზენტაციის და გეგმის  საქაღალდეები და გავაგზავნეთ ჩვენს ელ ფოსტაში და იქ შევინახეთ.
. ვისწავლეთ ბლოგში ფოტოს ჩასმა და მისი რედაქტირება.


Saturday, November 29, 2014

III დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ წინა ტრენინგის მასალის გამეორებით, გავიმეორეთ ბუკლეტის შექმნის ელემენტები 10-15წთ. ამის შემდეგ დავიწყეთ გეგმის შედგენაზე მუშაობა, მოვიძიეთ სხვადასხვა საიტები სტანდარტების და მიზნების ადვილად დასაწერად. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვების ირგვლივ. ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლეთ რედაქტირების შეტანა.

Tuesday, November 25, 2014

II დღის რეფლექსია


გასულ ტრენინგზე ტრენერმა მოგვცა დავალება, უნდა მოგვეფიქრებინა პროექტი, რასაც შემდგომში პრაქტიკაში განვახორციელებთ. გავეცანით ერთმანეთის იდეებს, სასურველი გავიზიარეთ, მივეცით ერთმანეთს კოლეგიალური რჩევები. ამის შემდეგ გავიხსენეთ წინა დღის ტრენინგზე ნასწავლი მასალა. გავიარეთ ვორდის დოკუმენტის ყველა საჭირო ნიუანსი. ამის შემდეგ ვისწავლეთ და დავამზადეთ სარეკლამო ბუკლეტები, რომელიც მოსწავლეებს და მშობლებს დაუსაბუთებს პროექტის საჭიროებას სასკოლო ცხოვრებაში. ტრენერისგან მივიღეთ რჩევები და რეკომენდაციები ბუკლეტის დამზადებასთან  დაკავშირებით. გავეცანით ერთმანეთის მრავალფეროვან ბუკლეტებს. შემდგონ ვისწავლეთ საქაღალდის გაგზავნა საკუთარ თავთან შნახვის მიზნით. ბოლოს გავაკეთეთ დღის შეჯამება.

ტრენინგი იყო ამომწურავი, საინტერესო და ბევრის მომცემი.

Wednesday, November 19, 2014

I დღის რეფლექსია


1. ტრენინგის მონაწილეებმა გავიცანით ტრენერი და გავეცანით ერთმანეთს.
2. ტრენერმა გაგვაცნო კურსის ძირითადი მიმოხილვა და ამოცანები.
3. გაგვაცნო გზამკვლევი.
4. გავეცანით კურსის რესურსებს, ვისწავლეთ ინფორმაციის შენახვა.
5. განვიხილეთ სხვისი შექმნილი პროექტები, მომეწონა რამდენიმე ვარიანტი, ვფიქრობ გამოვიყენებ პრაქტიკაში.
6. ვისწავლეთ ბლოგების შექმნა.