ინტელის მესამე დონის ტრენინგი, რომელიც მოიცავდა 36 აკადემიურ საათს, იყო ძალიან საინტერესო, შრომატევადი და ბევრისმომცემი. ბილო ორი წელია ვმუშაობ პროექტებზე, მაგრამ ძალიან მიჭირდა ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა. მქონდა უამრავი კითხვები, რომლებზეც აღნიშნულმა ტრენინგმა ამომწურავად გამცა პასუხი. ტრენერის დაუღალავი შრომით შევისწავლეთ ბლოგზე მუშაობა, პროექტების წერა და უამრავი წვრილმანი. ტრენინგის ბოლოს, მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტები, რომლებიც ვფიქრობ იყო ძალიან საინტერესო, მივეცი კოლეგებს რეკომენდაციები, აგრეთვე მოვისმინე მათგან რჩევები, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.
Tuesday, December 9, 2014
IX დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. რის შემდეგაც მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაცია, მივეცით ერთმანეთს პედაგოგიური რჩევები. ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლეთ გვერდის გაჯეტების დამატება და საბოლოოდ შევაჯემეთ ტრენინგი. მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაცია, მომეწონა და დამამახსოვრდა შემდეგი პროექტები:
1. ,,წიგნიერების კვლევა'' ნ. დათაშვილი
2. ,,ეპიტაფია, პროზა და პოეზია'' მ. სეხნიაშვილი
3. ,,ტელევიზია'' მ. მამისთვალოვი
4. ,,კომპიუტერის როლი ჩვენს ცხოვრებაში'' მ. ალექსიძე
5. ,, ცნობილი ადამიანების სასიყვერულო ისტორიები'' მ.შავდათუაშვილი
6. ,, ქართული ენის სიწმინდე'' შ. ყირიმელი
7. ,,ჩემი ქალაქი ჩემი სახლია'' მ. ბატონისაშვილი
8. ,,ქართული ხალხური საკრავები'' მ. შარაშენიძე
9. ,,საშიში დიეტები'' თ. მურაჩაშვილი
10.,,ჯანსაღი ცხოვრების წესი'' ქ.ბერკაცაშვილი
1. ,,წიგნიერების კვლევა'' ნ. დათაშვილი
2. ,,ეპიტაფია, პროზა და პოეზია'' მ. სეხნიაშვილი
3. ,,ტელევიზია'' მ. მამისთვალოვი
4. ,,კომპიუტერის როლი ჩვენს ცხოვრებაში'' მ. ალექსიძე
5. ,, ცნობილი ადამიანების სასიყვერულო ისტორიები'' მ.შავდათუაშვილი
6. ,, ქართული ენის სიწმინდე'' შ. ყირიმელი
7. ,,ჩემი ქალაქი ჩემი სახლია'' მ. ბატონისაშვილი
8. ,,ქართული ხალხური საკრავები'' მ. შარაშენიძე
9. ,,საშიში დიეტები'' თ. მურაჩაშვილი
10.,,ჯანსაღი ცხოვრების წესი'' ქ.ბერკაცაშვილი
Monday, December 8, 2014
VIII დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით. შემდეგ ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა, შევქმენით პროექტისთვის მოსწავლის ფასილიტაციის რესურსი მოსწავლეთა დასახმარებლად. შემდეგ განვიხილეთ ჩვენი პორთფოლიო და გადავარქვით სახელები ფაილებს. ვისწავლეთ პორთფოლიოს ატვირთვა ბლოგზე, ვისწავლეთ ახალი გაჯეტების დამატება.
დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან დატვირთული და საინტერესო.
დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან დატვირთული და საინტერესო.
Sunday, December 7, 2014
VII დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით, შემდეგ გავაკეთეთ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის კონკრეტული დავალებები და შევინახეთ დამხმარე რესურსებში.ამის შემდეგ გადავედით ფოსტაზე და გავეცანით google drive-ს.განვიხილეთ ფაილის და საქაღალდის ატვირთვა. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და დავასრულეთ მასზე მუშაობა.
Saturday, December 6, 2014
VI დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. შემდეგ ვისწავლეთ შეფასების რუბრიკების პოვნა და შენახვა ჩვენს რესურსებში. ვიმუშავეთ ბლოგზე ,,პროექტი'' და გავიმეორეორეთ ტექსტის და ფოტოს ჩასმა. ამის შემდეგ აგვიხსნა ორი სახის გაჯეტი, ფოტოს გაჯეტი და გამოკითხვის გაჯეტი.
Tuesday, December 2, 2014
V დღის რეფლექსია
1) გავიმეორეთ განვლილი მასალა
2) ვისწავლეთ, რომ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები და ყოველთვის უნდა მივუთითოთ ბიბლიოგრაფია ჩვენ მომზადებულ
პროექტებს
3) ვისწავლეთ PowerPoint-ში დიაგრამების აგება
ვინაიდან ინტერნეტმა ხელი სეგვიშალა და ვერ მოვახერხეთ გეგმით მუშაობა, ტრენერმა ჩაანაცვა გემა და გვასწავლა და მოგვამზადებინა მოსწავლის პრეზენტაცია.
4) გავიმეორეთ ბლოგში მუშაობა
Subscribe to:
Posts (Atom)